თურქეთში 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ქუჩაში გასვლის ნება დართეს

თურქეთმა დროებით მოხსნა საკარანტინე შეზღუდვა, რომელიც 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს გარეთ გასვლას უკრძალავდა. მოხუცებს ქუჩაში სეირნობის უფლება კვირაში ერთხელ, 4 საათით მიეცათ. მათ სახლში დაახლოებით 2 თვე გაატარეს.

მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი კვლავ კარანტინში რჩება.

რამდენიმე დღის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი თანდათან დაიწყებდა დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას და ეს ხანდაზმულ ადამიანებსაც შეეხებოდა. თურქეთში ამ დრომდე კორონავირუსით 137 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 90 000-მდე პირი გამოჯანმრთელდა, 3 800-მდე პაციენტი კი გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა