ავღანეთში, საკვების დარიგების დროს მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში სულ ცოტა ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მოსახლეობასა და პოლიციას შორის მომხდარ შეტაკებას. ოფიციალური ინფორმაციით, არეულობა ღურის პროვინციაში, საკვების დარიგების დროს მოხდა, რადგან ადგილობრივებმა პროცესი არასამართლიანად მიიჩნიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის დროს 4 სამოქალაქო პირი და ორი პოლიციელი დაიღუპა.

ღურის პროვინციის ოფიციალური წარმომადგენლის მოჰამედ არიფის თქმით, 300-მდე დემონსტრანტმა პოლიციელებს ქვები დაუშინა და სახელმწიფო შენობაში შეჭრა სცადა, რის შემდეგაც პოლიციამ ცეცხლი გახსნა.

ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში გამოყოფილი საკვების გადანაწილება უსამართლოდ ხდება და მათ მცირე ნაწილი ერგოთ. ავღანეთში კორონავირუსით 4 500-მდე ინფიცირებულია და 120 გარდაცვლილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს