გია ვოლსკი - ოპოზიციის მოთხოვნა მეუბნება, რომ დავურეკო სასამართლოს და ვუთხრა: ფაქტები, რაც  შენ გაქვს, გადაყარე გვერდზე, გამოუშვი ეს ხალხი, ეს თუ არ გგონიათ, რომ აბსურდულია, მაშინ დაბრუნებულხართ ძველ კლასტერში

ეს მოთხოვნა მეუბნება, რომ დავურეკო სასამართლოს და ვუთხრა - ფაქტები, რაც შენ გაქვს, გადაყარე გვერდზე და გამოუშვი ეს ხალხი, როგორც გეუბნები ისე გააკეთე, ეს თუ არ გგონიათ რომ აბსურდულია, მაშინ დაბრუნებულხართ ძველ კლასტერში , - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების შეკითხას, რომელიც ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების თაობაზე, ოპოზიციის მიერ გამოთქმულ შეფასებებს უკავშირდებოდა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა უტოპიურია და შესაბამისად, ვერ შესრულდება. დეპუტატი ფიქრობს, რომ ამ მოთხოვნის უკან სხვა ინტერესები დგას, სადაც არჩევნები აქტუალური თემა არ არის.

„ისინი ითხოვენ, რომ სასამართლომ საგამოძიებო სისტემამ აღიაროს, რომ ფაქტები, რომელიც დევს და რომელმაც განაპირობა კონკრეტული სასჯელების შეფარდება რამოდენიმე ადამიანზე, უარყოს სასამართლომ და ეს უარყოფა მოხდეს ისე, რომ სახელმწიფომ მისცეს ამის თაობაზე შეკვეთა და მითითება სასამართლოს. სამწუხაროდ, ამ მოთხოვნის შინაარსი თავად განაპირობებს უტოპიურობას და ამ უტოპიურობიდან გამომდინარე საფუძველი იქმნება ვიფიქროთ, რომ საერთოდ არჩევნების თემა არ არის აქტუალური ნაცკლასტერისთვის, ვინაიდან დესტრუქცია, რაც შეუკვეთა სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში, არის აქტუალური, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სატელიტ გაერთიანებას პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს. შეთანხმების ტექსტი გამოქვეყნებულია და შეგიძლიათ გაეცნოთ და მიხვდებით ამ მოთხოვნის აბსურდულობას. ეს მოთხოვნა მეუბნება, რომ მე დავურეკო სასამართლოს და ვუთხრა: ფაქტები რაც შენ გაქვს, გადაყარე გვერდზე და გამოუშვი ეს ხალხი, როგორც გეუბნები ისე გააკეთე, ეს თუ არ გგონიათ რომ აბსურდულია, მაშინ დაბრუნებულხართ ძველ კლასტერში და ეგ არის რა. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, აქედან გამომდინარე ამის აღსრულება, რასაც ისინი ითხოვენ, ნიშნავს სახელმწიფოს დეგრადაციას და სწორედაც ეს უნდათ, არავითარი სურვილი არჩევნების არ გააჩნიათ,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

იხილეთ ვიდეო

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში
ვაშლის და საზამთრო-ნესვის არომატი – "სნო" ზაფხულს წყლის ახალი არომატებით იწყებს (R)
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა
ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე