გია ვოლსკი - „დეილი მეილის“ გამოცემა შემჩნეულია ასეთი ინფორმაციის გავრცელებაში, ეს არის ზღაპარი, რომელიც მცირეწლოვნებსაც არ სჯერათ

Daily Mail-ის გამოცემა შემჩნეულია ასეთი ინფორმაციის გავრცელებაში. ეს არის ზღაპარი, რომელიც მცირეწლოვნებსაც არ სჯერათ , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ბრიტანული გამოცემა Daily Mail -ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხდვითაც ბრიტანული ლაბორატორიიდან კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, საიდუმლო სამედიცინო ინფორმაცია მოიპარეს.

მისივე თქმით, ურთიერთობის ის ხარისხი, რაც ქართულ და ბრიტანულ პრესსამსახურებს აქვს, არ ტოვებს კითხვებს, რომ არსებობს თემები, სადაც ინფორმაცია არ არის გაცვლილი.

გია ვოლსკის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ატეხილი ტაშ-ფანდური, მიუთითებს, რომ გამოეცალათ ყველანაირი საფუძველი და ხავსს ეჭიდებიან, რომ ხალხი დააჯერონ იმაში, რაც არ არსებობს“.

„ურთიერთობისა და თანამშრომლობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენს სპეცსამსახურებს, ბრიტანეთის და ზოგადად, დასავლეთის სპეცსამსახურებს აქვთ, რასაკვირველია, არ ტოვებს არანაირ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ არის რამე განსხვავებული სტრატეგია ან მიმდინარეობს თემები, სადაც ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს გაცვლილი. „დეილი მეილის“ გამოცემა შემჩნეულია ასეთი ინფორმაციის გავრცელებაში. მაგრამ აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ მთავარს, რომ ყვებიან, რომ არსებობს ჰაკერთა ჯგუფი, რომელმაც მოიპარა ვაქცინის ფორმულა, ბრიტანული ლაბორატორიიდან და ევაჭრება უკან დაბრუნებაზე. ეს ჯგუფი მდებარეობს საქართველოში და უფრო მეტი კიდევ ირანთან და რუსეთთან არის დაკავშირებული. ეს არის ზღაპარი, რომელიც მცირეწლოვნებსაც არ სჯერათ. გარდა ამისა, ვიმეორებ, რომ არსებობს თანამშრომლობის უპრეცედენტო ხარისხი, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხეობის თემებში ჩვენს სტრუქტურებსა და დასავლურ, მათ შორის ბრიტანულ სტრუქტურებს შორის, სადაც დამატებით შეკითხვა არ რჩება“,- განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა