ირაკლი სესიაშვილი - იმედი მაქვს, უკრაინელები სააკაშვილის რეალურ სახეს ძალიან მალე დაინახავენ

ცხადია, არავითარი სურვილი არ გვაქვს, რომ ავანტიურისტი პოლიტიკოსი ჩვენს პარტნიორ ქვეყანა უკრაინაში რაიმე ფორმით გადაწყვეტილებას იღებდეს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნას.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება იყო, რომ მეგობარი ქვეყანა უკრაინისთვის რჩევა მიეცა და სააკაშვილის შესახებ სიმართლე ეთქვა.

„პირველ რიგში, ჩვენც და უკრაინელებიც სწორად ვიაზრებთ ქვეყნებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. წლების განმავლობაში სამაგალითო პარტნიორ ქვეყნებად მივიჩნეოდით და საერთო მიზნები გაგვაჩნია. შესაბამისად, ჩვენი ვალდებულება იყო, რომ მეგობრისთვის რჩევა მიგვეცა, როცა თანამდებობაზე ნიშნავდნენ ადამიანს, რომელიც მთელ რიგ მძიმე საქმეებშია ეჭვმიტანილი და ბრალდებული, ამას დამატებითი ფაქტები არ სჭირდება. სააკაშვილის მმართველობის დანაშაულებრივი ფაქტები ინტერნეტში არცთუ ისე რთულად მოიპოვება. ამიტომ, როდესაც უკრაინელ მეგობრებს რჩევას ვაძლევდით და ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებდით, ჩვენი შეშფოთება აბსოლუტურად ლოგიკური იყო. როცა მეგობრის დახმარება გინდა, გსურს, მას სიმართლე უთხრა და ასეც მოვიქეცით. თავისთავად ცხადია, ჩვენ უკრაინასთან ერთად საერთო მიზნების გზაზე კვლავაც გვერდში ერთმანეთს დავუდგებით. თუმცა, ცხადია, არავითარი სურვილი არ გვაქვს, რომ ავანტიურისტი პოლიტიკოსი ჩვენს პარტნიორ ქვეყანა უკრაინაში რაიმე ფორმით გადაწყვეტილებას იღებდეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი თანამდებობა ასეთ შესაძლებლობებს მაინცდამაინც ვერ იძლევა“, - განაცხადა სესიაშვილმა.

მისი შეფასებით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ქმედებები პოლიტიკური ავანტიურაა.

„თუ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ სურვილი, რომ სააკაშვილი რაღაც თანამდებობაზე დაენიშნათ, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა ამავდროულად, ჩვენი ვალდებულებაა, მეგობარს პირში ვუთხრათ და შევახსენოთ, რომ ეს ადამიანი ბრალდებულია საქართველოს სასამართლოს მიერ, გამოტანილია განაჩენი, მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები ღიად ხელმისაწვდომია ინტერნეტში, ამას რაიმე დამატებითი გამოძიება არ სჭირდება. ცხადია, ეს საერთაშორისო საზოგადოებამაც კარგად იცის. უკრაინაში სააკაშვილის ქცევა პოლიტიკური ავანტიურაა. დარწმუნებული ვარ, ამას ძალიან მალე დაინახავს პრეზიდენტი, ადგილობრივ პოლიტიკოსებს ეს ძალიან კარგად ესმით, რადგან ზოგიერთი მათგანი მისი პარტნიორი იყო და მერე რეალური სახეც კარგად დაინახეს. თავის დროზე, როდესაც ის ქვეყანას მართავდა და ბევრი მხარს უჭერდა, ჩვენც აღმოვჩნდით ამ პოლიტიკური პროპაგანდის მსხვერპლი. თუმცა, ქართულმა საზოგადოებამ დროულად და ერთიანად მოახდინა რეაგირება და 2012 წელს არჩევნების გზით შეიცვალა. იმედი მაქვს, უკრაინელები სააკაშვილის რეალურ სახეს ძალიან მალე დაინახავენ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

მისი ვარაუდით, უკრაინა სააკაშვილის „პროვოკაციულ ქმედებებს“ მალე დაინახავს.

„რა მავნებლობა საქართველოსთვის ჩაიდინა, ის წარსული ნამდვილად ვერ დაბრუნდება. ამის გარანტორი ჩვენი ხალხი და საზოგადოებაა. სავარაუდოდ, უკრაინას აქვს კიდევ ის განსაცდელი, რომ ამ კაცის პროვოკაციულ ქმედებებს უცქიროს“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა