ირაკლი სესიაშვილი - ჩვენს დანაპირებს შევასრულებთ, ნამდვილად ვერ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას, სადაც „ნაცკლასტერი“ გაიმარჯვებს

ნამდვილად ვერ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას, სადაც „ნაცკლასტერი“ გაიმარჯვებს, ამის თეორიული შესაძლებლობა არ არის, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი მტკიცებით, ხელისუფლება დანაპირებს შეასრულებს, რადგან საარჩევნო სისტემის შესახებ გაცემული დაპირება ქართული საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად მისაღებია.

„პირველ რიგში, ჩვენ, ჩვენი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნისა და ხალხის მიმართ. ასევე, პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ საერთაშორისო ურთიერთიბის კონტექსტში, როცა გვინდა, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გავხდეთ. ამიტომ, ჩვენს დანაპირებს შევასრულებთ. ნამდვილად ვერ მივიღებთ ისეთ საარჩევნო სისტემას, სადაც „ნაცკლასტერი“ გაიმარჯვებს, ამის თეორიული შესაძლებლობა არ არის. ვფიქრობ, საბოლოო შეთანხმება მეტ-ნაკლებად მისაღებია ქართული სახელმწიფოსთვის, ქართული საზოგადოებისთვის და იმისთვის, რომ პოლიტიკური ქაოსი არ შეიქმნას“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს