გია ვოლსკი - უკრაინაშიც არის ისეთი კანონმდებლობა, რომელიც არ ითვალისწინებს მისჯილი ადამიანების დასაქმებას

უკრაინაშიც არის ისეთი კანონმდებლობა, რომელიც არ ითვალისწინებს მისჯილი ადამიანების დასაქმებას, თუნდაც უკრაინაში არ იყოს ეს სასამართლო გადაწყვეტილება გამოტანილი , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის რეფორმების კომიტეტის თამჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ელჩთან კონსულტაციები მნიშვნელოვანია.

"თუ ეს არის მეათეხარისხოვანი თანამდებობა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით განცხადება არ უნდა გვქონდეს. იმ ფორმატში, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, არ არის მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების საკითხი, აქ არის მრავალმხრივი თემები - უსაფრთხოების, რეგიონალური თანამშრომლობის, პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ელჩიც უნდა გამოვიწვიოთ და მისი მონაწილეობით გავმართოთ კონსულტაციები, რათა თანამშრომლობის ამ ფორმატში საქართველოსა და უკრაინის პარალელური აქტივობები, ინფორმაციის ურთიერთგაცვლა იყოს შენარჩუნებული“, - განაცხადა გია ვოლსკიმ, რომლის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2021
ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია
"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის