მალიში მომხდარ აფეთქებას გაეროს სამი მშვიდობისმყოფელი ემსხვერპლა

მალის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარ აფეთქებას გაეროს სამი მშვიდობისმყოფელის სიცოხცლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე ავრცელებს.“

გამოცემის ცნობით, აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა კიდევ ოთხი მშვიდობისმყოფელი.

გავრცელებული ინფორმაციით, გზის პირას დამონტაჟებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც მშვიდობისმყოფელები პატრულირებას ახორციელებდნენ.

მალიში გაერო-ს მისიის ხელმძღვანელმა მაჰამათ სალეჰ ანადიფიმ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დამნაშავეების გამოსავლენად და დასასჯელად ყველაფერს გააკეთებენ.

ასაფეთქებელი მოწყობილობების გზის პირას დამონტაჟება ჯიჰადისტების ცნობილი ტაქტიკაა, რასაც ისინი მალიში 2012 წლიდან ახორციელებენ. გაერო-ს მისია მალიში 2013 წლიდან იმყოფება და ამჟამად ქვეყანაში 13 000-მდე ჯარისკაცია განთავსებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა