ომანის ყურეში სამხედრო წვრთნებისას, ირანმა რაკეტა შემთხვევით საკუთარი კატარღის მიმართულებით გაუშვა, არის მსხვერპლი

ომანის ყურეში, ირანის პორტ ჯასკის მახლობლად წვრთნების დროს სამხედრო გემიდან რაკეტა შემთხვევით საკუთარი კატარღის მიმართულებით გაუშვეს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის დროს ირანელი სამხედროები ახალ იარაღს ცდიდნენ.

სარაკეტო დარტყმის შედეგად ხომალდი სახელად „კონარაკ“ მთლიანად განადგურდა. ირანული მედიასაშუალებების განცხადებით, შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა. თუმცა „ალ-ჯაზირას“ განცხადებით, შემთხვევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო