ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა გრძელდება

დღეიდან ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ახალ ეტაპზე გადადის. საფრანგეთში, დღეს დაწყებით სკოლები გაიხსნა. გაიხსნა ასევე ტანსაცმლის, წიგნების, ყვავილების მაღაზიები, თმის სალონები.

ბიზნესკომპანიების უმეტესობა ბელგიაშიც იწყებს დღეიდან მუშაობას, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნოთ.

დაწყებით სკოლებს ნაწილობრივ ხსნის დღეიდან ჰოლანდიაც. ქვეყანაში ბიბლიოთეკები, ფიზიოთერაპიის სალონები, ავტოსკოლები და თმის სალონებიც გაიხსნება.

შვეიცარიის სკოლებიც დღეიდან ბავშვებს მიიღებენ, თუმცა შემცირებული რაოდენობით. მიმდინარე კვირაში, ქვეყანაში შესაძლოა, რესტორნები, წიგნის მაღაზიები და მუზეუმებიც გაიხსნას, თუმცა კონკრეტული შეზღუდვებით.

ესპანეთის გარკვეულ რეგიონებში დღეიდან დაშვებული ხდება 10-ზე მეტ პირთა შეკრება გარე სივრცეებში. გაიხსნება რესტორნებიც, ოღონდ დისტანციური მომსახურებით.

დანიაში დღეიდან სავაჭრო ცენტრები იხსნება, ხოლო პოლონეთში მიმდინარე კვირას სასტუმროები სტუმრების მიღებას შეძლებენ.

ცნობისთვის, შეზღუდვების ნაწილი უკვე მოიხსნა გერმანიაში, ავსტრიასა და იტალიაშიც.

ახალი კორონავირუსი გასული წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლინდა, საიდანაც ის თავდაპირველად ქვეყნის შიგნით, ხოლო მოგვიანებით, მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ამ დროისთვის, გლობალურად ვირუსის 4.1 მილიონზე მეტი შემთხვევაა დარეგისტრირებული, ხოლო ვირუსით გარდაცვლილია თითქმის 284 000 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა გრძელდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა