მარინა ეზუგბაია - კვირაზე მეტია, კორონავირუსის შემთხვევები ერთნიშნა ციფრებს არ აღემატება და თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება ითქვას, რომ პიკი გადალახულია

მონაცემებს თუ შევხედავთ, მატება კვირაზე მეტია ერთნიშნა ციფრებს არ აღემატება და თუ ასე გაგრძელდება შეიძლება ითქვას, რომ პიკი გადალახულია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება, საზოგადოებამ მაღალი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

„მონაცემებს თუ შევხედავთ, მატება კვირაზე მეტია ერთნიშნა ციფრებს არ აღემატება და თუ ასე გაგრძრლდება შეიძლება ითქვას, რომ პიკი გადალახულია. იმედი არის, რომ შეიძლება ასე განვითარდეს სცენარი.

მოსახლეობა ისეთივე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ სიტუაციას, როგორც ადრე გვქონდა. მართალია შეზღუდვები შემსუბუქდება, მაგრამ მოსახლეობამ უნდა გააგრძელოს შეზღუდვების პირობებში არსებული დაცვის საშუალებების გამოყენება და ცხოვრების წესი ძალიან არ უნდა შევიცვალოთ.

გავაგრძელოთ ამ აკრძალვებში ცხოვრება და სახლში ყოფნისგან მიღებული უნარ-ჩვევები გავიხანგრძლივოთ",-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო