ირაკლი აბესაძე - როგორც საგანგებო მდგომარეობა, ისე შეზღუდვების დიდი ნაწილი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, გაუგებარია „კომენდანტის საათის“ ძალაში დატოვება იმ ფონზე, როდესაც დედაქალაქში გადაადგილების შესახებ დაწესებული შეზღუდვები იხსნება და სავაჭრო ობიექტებიც მუშაობას გააგრძელებენ.

მისი განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის არცერთ ეტაპზე „კომენდანტის საათის“ შემოღება დასაბუთებული არ იყო.

„მითუმეტეს, გაუგებარი სისულელეა, როდესაც თბილისი ფაქტობრივად იხსნება, მაღაზიებს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევათ, მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა და 21:00 საათის შემდგომ სახლში ყოფნის ვალდებულებას გვიტოვებენ, რომლის აუცილებლობის დასაბუთება, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ყველაფერი ეს ცალსახად, კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმას, რომ როგორც საგანგებო მდგომარეობის არსებობა ქვეყანაში, ისე შეზღუდვების დიდი ნაწილი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.

სწორედ ამიტომ, „ევროპულმა საქართველომ“ ორი კვირის წინ უკვე მოუწოდა მთავრობას ამ შეზღუდვების გაუქმების, ზოგადად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა და მხოლოდ იმ მინიმალური შეზღუდვების დატოვების აუცილებლობის შესახებ, რომელიც მართლაც აუცილებელია ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა, რომელიც 15 აპრილს დაწესდა, დღეიდან, 11 მაისიდან მოიხსნა. თუმცა, ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა