ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ პარტიას ოპტიმიზმის საფუძველი აქვს, რომ 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნების თარიღს საფრთხე არ შეექმნება

პარტია „ქართული ოცნების“ აღასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ პარტიას აქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების თარიღს, კორონავირუსის გამო საფრთხე არ შეექმნება. როგორც კობახიძემ მმართველი პარტიიის ოფისიში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პრეენციულ ზომებთან დაკავშირებით, პარტია საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციებს გამართავს.

„ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ 31 ოქტომბერს, ამ თარიღს საფრთხე არ შეექმნება. მიუხედავად ამისა, წინასწარ ჩვენ ვიღებთ ზომებს იმისთვის, რომ განსაკუთრებით მოვემზადოთ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. კერძოდ, შესაბამისად იქნება მომზადებული თოთოეული საარჩევნო უბანი, იქნება პრევენციული ზომები ყველა შემთხვევაში მიღებული. გვექნება კონსულტაციები ყველა იმ სუბიექტთან, რომელიც არის ჩართული არჩევნების მონიტორინგში, დაკვირვებაში და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით წინასწარ იქნება პრევენციული ზომები მიღებული და ოპტიმიზმის საფუძველი არის ძალიან მაღალი, რომ არავითარი საფრთხე არ შეექმნება“, - განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს