ლევან რატიანი - კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ რამდენიმე პაციენტი დატოვებს - იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა გადავა ჩვეულ რეჟიმში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღის განმავლობაში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ რამდენიმე პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 68 პაციენტია მოთავსებული, აქედან კოვიდინფიცირებულია 52 პაციენტი. ექიმის თქმით, დინამიკა მკვეთრად არის კლებისკენ მიმართული. როგორც რატიანმა აღნიშნა, ბოლო 24 საათის განმავლობაში მათი კლინიკიდან 9 გამოჯანმრთლელებული პაციენტი გაეწერა.

„ბოლო რამდენიმე დღეა ახალი შემთხვევა არ მიგვიღია და ეს ძალიან გვახარებს. იცით, რომ რეანიმაციაში გვყავს 3 პაციენტი, აქედან ერთი სპონტანურ სუნთქვაზეა , ორი კი გამარტივებულ ხელოვნურ ვენტილაციაზე, დადებითი დინამიკით. ამ პაციენტებთან, არცერთთან არ დასტურდება კოვიდინფექცია. განყოფილებაში არსებული ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ველოდებით ტესტირების შედეგებს.

დაახლოებით, დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი და კლინიკას კიდევ რამდენიმე პაციენტი დატოვებს. იმედია ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა მალე გადავა ჩვეულ რეჟიმში“, - განაცხადა რატიანმა.

იხილეთ ვიდეო საუნივერსიტეტო კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ რამდენიმე პაციენტი ტოვებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა