11-12 მაისს საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი, 13 მაისს კი ამინდი კვლავ გაუარესდება

11-12 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თბილი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს.

„13 მაისს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან კვლავ მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 3-4 გრადუსით დაიკლებს. 14 მაისიდან შედარებით გამოიდარებს და დათბება. თბილისში 13 მაისს, ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარია მოსალოდნელი, დანარჩენ დღეებში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო