ირმა ნადირაშვილი - არჩილ თალაკვაძის და „ქართული ოცნების“ საზრუნავი ოპოზიციის რეიტინგი კი არა, ის ადამიანები უნდა იყვნენ, ვინც დღეს შიმშილის ზღვარზეა

არჩილ თალაკვაძის და „ქართული ოცნების“ საზრუნავი არ უნდა იყოს ოპოზიციის რეიტინგი, არამედ ის ადამიანები, ვინც დღეს შიმშილის ზღვარზე არიან, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის მიხედვით „ოპოზიციას აშფოთებს მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მხარდაჭერა, აშფოთებს მოახლოებული არჩევნები და კვლავაც რადიკალურ სცენარზე ფიქრს ამჯობინებს“.

ირმა ნადირაშვილის თქმით, ამაზე სერიოზულად პასუხის გაცემა არ ღირს.

„დღეს, არჩილ თალაკვაძის და „ქართული ოცნების“ საზრუნავი არ უნდა იყოს ოპოზიციის რეიტინგი, არამედ უნდა იყვნენ ის ადამიანები, ვინც დღეს შიმშილის ზღვარზე არიან. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არცერთი ნაბიჯი არ გადადგა იმისათვის, რომ ეს ადამიანები გაუმკლავდნენ, თუნდაც შიმშილს. ეს უნდა იყოს ხელისუფების მთავარი საზრუნავი და არა ეს პოპულისტური განცხადებები და გაუგონარი სარგებლობა, თუნდაც ამ პანდემიით“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება სიცრუე და უპასუხისმგებლოა - ოპოზიცია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა