„თელასი“ სემეკი-ს პროექტს შეუერთდა, რის ფარგლებშიც ახალი მომსახურება დაინერგა

ენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებლებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების შეთავაზების მიზნით კომპანია „თელასი“ ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პროექტს შეუერთდა. "თელასის" ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაინერგა ახალი მომსახურება, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მობილურ ტელეფონზე აკრიფოს *303# და გაიგოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის სექტორებში მისთვის საინტერესო ინფორმაცია. მომსახურებით სარგებლობა უფასოა.

პროექტის განსახორციელებლად სს „თელასი“ მიაწვდის მარეგულირებელ კომისიას და მობილური კავშირის ოპერატორებს შესაბამის საინფორმაციო ბაზას.

"ახალი მომსახურების მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია: გაიგოს მიმდინარე ბალანსი და მოითხოვოს ელექტრონული ქვითარი; გაიგოს ელექტროენერგიის/სასმელი წყლის/ბუნებრივი გაზის ქსელში გეგმური/არაგეგმური წყვეტის შესახებ ინფორმაცია და მომარაგების აღდგენის დრო; დააფიქსიროს მომარაგების წყვეტა, ოპერატიულად რეაგირებისთვის; მოთხოვნის შემთხვევაში, გაუგზავნოს კომუნალურ საწარმოს მრიცხველის ჩვენება; დაარეგისტრიროს მისი მობილურის ნომერი სასურველ აბონენტზე; შეამოწმოს აბონენტზე უკვე რეგისტრირებული ტელეფონის ნომრები და იქვე წაშალოს არასასურველი. გაიგოს საწარმოს მისამართი და ცხელი ხაზის ნომერი. პროექტის მიზანია კომუნალურ მომსახურებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების გამარტივება. პროექტი განხორციელდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივით, სს „თელასი“-ს, სხვა კომუნალური მომსახურების კომპანიების და მობილური ოპერატორების ერთობლივი ძალისხმევით",-აღნიშნულია "თელასის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
“ნიუმედის”ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელი - ჩვენ კლინიკაში ახალ ბენეფიციარებს კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტი უფასოდ უტარდებათ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება