რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 5 პაციენტი დატოვებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის ინფორმაციით, დღეს კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 5 პაციენტი დატოვებს.

„ჩვენთან 61 პაციენტია, აქედან 44-ია კოვიდ დადასტურებული. ამ პაციენტებიდან დღეს 5 დატოვებს კლინიკას, იმიტომ, რომ 2 ტესტი ზედიზედ უარყოფითი იყო და გამოჯანმრთელებულად ითვლებიან. მათ იზოლაციაში გადავიყვანთ“,- აღნიშნა გოფოძემ.

მისივე ინფორმაციით, რეანიმაციაში კორონავირუსით ინიცირებული 3 პაციენტია და მხოლოდ ერთია მართვით სუნთქვაზე. როგორც გოფოძემ აღნიშნა, მართვით სუნთქვაზე მარნეულიდან გადმოყვანილი 70 წელს ზემოთ მყოფი პაციენტია, რომელსაც ორმხრივი, პნევმონია აქვს.

„სხვა პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს რეტისტირება რამდენიმე პაციენტს ჩაუტარდებდა და ვნახოთ, როგორ დასრულდება“,-აღნიშნა გოფოძემ.

მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურების ახალი შემთხვევა რამდენიმე დღეა არ დაფიქსირებულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა