გიგა ბოკერია - ნებისმიერი რამის მთქმელები არიან, პოლიტიკური ცხოვრებისთვის კატასტროფაა, როცა ასეთი უტიფრობა და თავმოყვარეობაზე უარის თქმა „მოსულა“, რასაც თალაკვაძე და კობახიძე აკეთებენ

„ნებისმიერი რამის მთქმელები არიან და პოლიტიკური ცხოვრებისთვის კატასტროფაა, როცა ასეთი უტიფრობა და საკუთარ თავმოყვარეობაზე უარის თქმა „მოსულა“, რასაც თალაკვაძე, კობახიძე აკეთებენ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უმრავლესობის წევრების განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, ცოტა დროა დარჩენილი საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე და ამ პერიოდში, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმება უნდა შესრულდეს.

„პირველ რიგში, ნახევრად ხუმრობით მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს და ივანიშვილის გარემოცვას, თუ არც ჩვენი, არც ოპოზიციის, არც ამერიკის საელჩოს განცხადების, რომელიც ოქრუაშვილის სამარცხვინო ვერდიქტის მერე გააკეთეს, არც ევროკავშირის ელჩის, არც ევროპარლამენტარების საკვანძო ლიდერების, არც ამერიკელი სენატორების, არც საქართველოს მეგობრების ჯგუფის, თუ არავისი არ სჯერათ, ირმა ინაშვილს მაინც დაუჯერონ. ადამიანი გამოვიდა და თქვა, არ მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და კონკრეტულ მექანიზმებზე იყო საუბარიო. ერთხელ თქვა ამ ადამიანმა სიმართლე და მაშინაც არ უჯერებენ, არ შეიძლება ასე. ერთ სულ და ერთ ხორც არიან ინაშვილთან სხვა საკითხებში და ამაშიც უნდა დაუჯერონ. ახლა სერიოზულად, რომ გიპასუხოთ. მესმის, რომ უტიფრობა და სრული აბსურდი არის ივანიშვილის გარემოცვის სტილი. პროპორციულზეც რომ „გადაგვაგდეს“, თქვეს, რომ არც დაგპირებივართ, რაღაც იდეა ვთქვითო. გავიგე, ნებისმიერი რამის მთქმელები არიან და პოლიტიკური ცხოვრებისთვის კატასტროფაა, როცა ასეთი უტიფრობა და საკუთარ თავმოყვარეობაზე ასე უარის თქმა მოსულა, რასაც თალაკვაძე, კობახიძე აკეთებენ, ეს არ გვიკვირს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია ქვეყნის ინტერესი. მოვუწოდებთ ივანიშვილს, რომ დროზე მოეგოს გონს, ცოტა დროა კიდევ დარჩენილი საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე. იქამდე ეს პირობა უნდა შეასრულოს, რასაც ხელი მოაწერეს. თუ არ მოაწერს ხელს, მაშინ უმძიმეს დარტყმას მიიღებს, ქვეყნისთვის ეს კარგი არ იქნება, ეს მას ვერ იხსნის არჩევნებზე და ძალიან მძიმე პერსონალურ პოლიტიკურ ხვედრს უქადის მას. დროზე მოეგოს გონს და ამ უტიფარ რაღაც სპექტაკლებს თავი დაანებოს“, - განაცხადა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო:ნებისმიერი რამის მთქმელები არიან, კატასტროფაა, როცა ასეთი უტიფრობა და თავმოყვარეობაზე უარის თქმა "მოსულა" - ოპოზიცია მმართველ გუნდზე

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს