მოსკოვში აპრილში წინა წლებთან შედარებით 20%-ით მეტი ადამიანი დაიღუპა - ექსპერტების აზრით, მოსკოვი კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ რეალურ ინფორმაციას მალავს

მოსკოვში, მიმდინარე წლის აპრილში გარდაცვალებათა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. ინფორმაციას მოსკოვის საჯარო რეესტრის სააგნეტოზე დაყრდნობით, The Moscow Times აქვეყნებს.

ოფიციალური მონაცემებით, გასულ თვეს რუსეთის დედაქალაქში საერთო ჯამში 11846 ადამიანი გარდაიცვალა, როცა ბოლო 10 წლის ამავე თვის საშუალო მაჩვენებელი 9866 იყო. მედიის ინფორმაციით, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მონაცემები კორონავირუსის ინფექციასთან არის დაკავშირებული და რუსეთის მთავრობა რეალურ ინფორმაციას მალავს.

ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ქვეყანაში ინფიცირებულთა 1%-საც არ შეადგენს, რაც აშშ-სა და ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. შედარებისთვის, აშშ-ში გამოვლენილ კორონავირუსით ინფიცირებულთა დაახლოებით 5,9% გარდაიცვალა, როცა რუსეთში აღნიშნული მაჩვენებელი 0,9%-ს არ აღემატება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო