გიორგი გახარია - "ქართული ოცნების" ახალი სახე ვეღარ ვიქნები, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი - შემოდგომას დაველოდოთ და წიწილები შემოდგომას დავითვალოთ

ყველაფერი შეიძლება, დარწმუნებული ვარ "ქართული ოცნების" ახალი სახე ვეღარ ვიქნები, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი, ამაში დარწმუნებული ვარ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც არჩილ თალაკვაძის განცხადების შეფასებას შეეხებოდა, რომლის თქმით, "ქართული ოცნება" ახალ სახეებს ეძებს.

კითხვაზე, იქნება თუ არა საარჩევნო კამპანიის დროს ის ისევ პრემიერ-მინისტრი თუ მმართველ პარტიას ახალი გუნდი ეყოლება, გახარიამ უპასუხა, რომ "ყველაფერი შეიძლება".

"ყველაფერი შეიძლება, დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" ახალი სახე ვეღარ ვიქნები, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი, ამაში დარწმუნებული ვარ. მე ჩემს გუნდთან ერთად ვარ, ერთხელ ვთქვი უკვე, მაშინ გაზაფხულს ველოდებოდით, ახლა შემოდგომას დაველოდოთ და შემოდგომას დავითვალოთ წიწილები," - განაცხადა გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო