რუსეთში, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამართული რეპეტიციების დროს, კორონავირუსით 376 კადეტი დაინფიცირდა

რუსეთში, მეორე მსოფლიო ომის 75-ე წლისთავთან დაკავშირებულ გამართულ რეპეტიციების დროს, სულ მცირე 376 კადეტი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას საგამოძიებო ვებ გვერდი, „პროექტი“ ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, თავდაპირველად ვირუსი 5 რუსული ელიტარული სამხედრო აკადემიის 40 წევრს ჰქონდა, რომლებიც შემდგომში აღლუმის რეპეტიციებში იღებდნენ მონაწილეობას. ოფიციალური მონაცემებით, მოსკოვში აცხადებენ, რომ ვირუსით რუსეთში დაინფიცირებულია 1132 კადეტი და არმიის 1723 ოფიცერი.

ცნობისთვის, რუსეთი 9 მაისის აღლუმისთვის განსაკუთრებით ემზადებოდა. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნულ დღესასწაულზე დასასწრებად მსოფლიო ლიდერებიც მიიწვია. აღლუმის ბოლო რეპეტიცია 16 მარტს გაიმართა, თუმცა გავრცელებული ცნობების პარალელურად, რომ რეპეტიციებში მონაწილე სამხედროები დაინფიცირდნენ, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღლუმის სექტემბერში გადადების შესახებ განაცხადა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს