თინა ხიდაშელი - თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ ელჩები სახელებითა და გვარებით იმაზე მეტს არ იტყვიან, რაც უკვე თქვეს - თუ ამაზე მეტი თქვეს, ფიდელ კასტროს რეჟიმი გაქვთო ისიც უნდა მიაყოლონ

საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი აკრიტიკებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მსგავსი განცხადებები ქვეყნის რეპუტაციასა და იმიჯს აზიანებს.

„პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებაზე ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წინადადებით, იმაზე, თუ სავარაუდოდ, რისი მოლოდინი აქვს:

1. დარწმუნებულია, ელჩები სახელებითა და გვარებით იმაზე მეტს არ იტყვიან, რაც უკვე თქვეს. როგორც ცნობილია, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე აშშ-ს საელჩომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ, პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოიწვია. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას, საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას 8 მარტის ერთობლივი განცხადება ემსახურებოდა. მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება". აქ რაც წერია, ამაზე მეტი თუ გვითხრეს, მაშინ ფიდელ კასტროს რეჟიმი გაქვთო, უნდა მიაყოლონ.

2. თუ იმაზე მეტი თქვეს, რაც უკვე ნათქვამია და შესაბამისად, ფიდელ კასტროს რეჟიმი გაქვთო, მაშინ რა დარჩება ამ ქვეყნისგან. როგორც ჩანს, მსგავსი დარდი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს არ აქვს.

3. და კიდევ ერთი, იმის მიუხედავად, რას იტყვიან, ეს ხომ მათ ცოდნასა და მეხსიერებას არ გააქრობს იმაზე, თუ სინამდვილეში რაზე იყო შეთანხმება. ახლა თუ ვერ იტყვიან, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეს პირობა გაქრება და უკვალოდ ჩაივლის.

4. მუდამ ასეთი ნახევარი ნაბიჯებით რატომ დადის ხელისუფლება?! ხვალ ამ მოტივით საკონსტიტუციო ცვლილებებზე თუ უარს იტყვის, მერე ხომ დაემხობათ თავს მთელი ცივილიზებული სამყარო, სინამდვილეში კი, მორიგ ჯერზე ქვეყნის რეპუტაცია იწირება. შემდეგ სერიაში რა ხდება?

5. ყველაზე საშიში ამ ყველაფერში ის არის, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელმაც ბოლო სერიაში იცოდა, რომ თუკი ყველაფრის მიუხედავად დამარცხებოდა, თუ ამ დედამიწაზე ცხოვრება უნდოდა, შედეგები უნდა ეღიარებინა, ეს ივანიშვილმა ნამდვილად არ იცის, ვინაიდან დღეს დარწმუნებულია, რომ თუ ძალაუფლებას დაკარგავს, ამით მისთვის ყველაფერი მთავრდება. მთავარი განსხვავებაც აქ არის - სააკაშვილმა იცოდა, რომ არჩევნებში დამარცხების არაღიარებით ყველაფერი მთავრდებოდა, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო. ივანიშვილს კი ჰგონია, რომ არჩევნებში დამარცხებით მისთვის ყველაფერი ის მთავრდება, რაც დღეს მნიშვნელოვანია. ამიტომაც არის განსაკუთრებით სახიფათო ქვეყნისთვის“, - წერს თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მიმართავს და მოუწოდებს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო