გიორგი გახარია - საქართველო არის ღვინის სამშობლო, არგონავტების სამშობლო, მედეა აქედან წაიყვანეს

საქართველო არის ღვინის სამშობლო, არგონავტების სამშობლო, მედეა სანაპიროზე აქედან წაიყვანეს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აჭარაში სასტუმრო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ქვეყანა ეფექტურად უმკლავდება პანდემიას და აღნიშნული თვალსაზრისით საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.

„ყველაფერი იმას რაც გვქონდა გაკეთებული, რაშიც გვქონდა ამდენი დრო, ფინანსური რესურსი და ძალა ჩადებული, ამას უნდა დავუმატოთ არგუმენტი - ყველაფერთან ერთად, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, არგონავტების სამშობლო, მედეა ამ სანაპიროზე, აქედან წაიყვანეს, სადაც წაიყვანეს... იქ საბერძნეთში. ამას ყველაფერს ემატება ის, რომ ეს ქვეყანა არის ის ქვეყანა, რომელიც ეფექტურად უმკლავდება პანდემიას და არის ვირუსის თვალსაზრისით, უსაფრთხო, კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს ამას“, - განაცხადა გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს