საცალო ბაზრის ფუნქციონირების აღსადგენად სურსათის ეროვნული სააგენტო მონიტორინგს ატარებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცალო აგრარული ბაზრის (შპს „ბეტა“) მოვაჭრეებს შეხვდნენ და ის რეკომენდაციები განუმარტეს, რომელთა დაცვაც ბაზრის ფუნქციონირებისთვის სავალდებულოა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის მუშაობს შპს „ბეტას“ საბითუმო ბაზარი, ხოლო საცალო ბაზრის მოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას მოითხოვენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე აგრარული ბაზრის ადმინისტრაციას შეხვდა და ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რათა მოვაჭრეებმა უმოკლეს პერიოდში საქმიანობის განახლება შეძლონ. ბაზრის ადმინისტრაცია და პერსონალი მზადყოფნას გამოთქვამს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და განახორციელონ შესაბამისი სარეაბილიტაცო სამუშაოები.

დღეისათვის დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ უკვე ფუნქციონირებს საბითუმო და საცალო აგრარული ბაზრები.

სურსათის ეროვნული სააგენტო, უსაფრთხოების წესებისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით, ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა