საქართველოს პრეზიდენტი ფრანგული სახელმწიფო კომპანიის Groupe ADP პრეზიდენტს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფრანგული სახელმწიფო კომპანიის Groupe ADP პრეზიდენტს, ოგუსტინ დე რომანეს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბრისას პრეზიდენტმა Groupe ADP-ის პრეზიდენტთან, რომელიც TAV Airports-ის მთავარ აქციონერს წარმოადგენს, უცხოელი ტურისტების მიმოსვლისა და ტურიზმის სწრაფი აღდგენის ხელშეწყობის მიზნით საქართველოში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები განიხილა.

ADP Group - ფრანგული სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც TAV Airports- ის მთავარი აქციონერია და იგი თავის მხრივ, TAV Georgia- ს სახელით ოპერირებას უწევს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო