მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო ე.წ. უსაფრთხო დერეფნის თაობაზე მოლაპარაკებებს ისრაელთან აწარმოებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო ე.წ. უსაფრთხო დერეფნის თაობაზე მოლაპარაკებებს ისრაელთან აწარმოებს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა, ტურისტების მიღების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე პარტნიორ ავიაკომპანიებთან.

„ბუნებრივია, პროტოკოლის გათვალისწინებით, რომელიც ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას გულისხმობს, სანამ შეთანხმება მიღწეული არ იქნება, უფრო მეტ კონკრეტიკაზე ვერ ვისაუბრებთ. თუმცა, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ისრაელი. ისრაელის ელჩმა საქართველოში თავად განაცხადა ამის შესახებ ოფიციალურად და ჩვენც შეგვიძლია ღიად ვისაუბროთ. ერთ-ერთი პირველი მიმართულება, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ეს ისრაელია. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ისრაელი მუდმივად გვერდში გვიდგას. ასევე, გეტყვით რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები პარტნიორ ავიკომპანიებთან და ძალიან პოზიტიური სიახლეები გვაქვს, თუმცა მოვლენებს არ უნდა გავასწროთ“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო