გიგა ბოკერია - ბუნებრივია, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები თავიანთ პოზიციას არ შეცვლიან, შეთანხმება ორნაწილიანი იყო - ივანიშვილს ამჯერად გონი უნდა ეყოს, რომ ქვეყანა უფრო მეტად აღარ დააზიანოს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველასთვის ცნობილია, რომ 8 მარტს მიღწეული შეთანხმება ორნაწილიანია და როგორც საარჩევნო სისტემას, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, „ბიძინა ივანიშვილს გონი უნდა ეყოს, რომ ქვეყანა უფრო მეტად აღარ დააზიანოს და საკუთარი პოლიტიკური ბედი დიდი ხიფათის ქვეშ არ ჩააგდოს“.

„მართალია, ირმა ინაშვილმა თავისი თავდაპირველი განცხადება შეცვალა, რომელიც მაშინ გააკეთა, როცა შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რადგან როგორც მაშინ თქვა, პოლიტიკურ პატიმრებზე, მათი გაშვების მექანიზმსა და კონკრეტულ გვარებზე იყო საუბარი. როგორც ჩანს, ეს ივანიშვილის ან მისი გარემოცვის თხოვნით გააკეთა. ბუნებრივია, საქართველოს, და არა რომელიმე ხელისუფლების სტრატეგიული პარტნიორები, მეგობრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, შეერთებული შტატები, ევროკავშირი, გერმანია და ევროსაბჭოს წარმომადგენლები, თავიანთ პოზიციას არ შეცვლიან. ისედაც ყველამ იცის, რომ ეს შეთანხმება ორნაწილიანი იყო და ეხებოდა როგორც საარჩევნო სისტემას, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ტექსტიც დიპლომატიურ ენაზეა შედგენილი, რომელსაც ირმა ინაშვილისა და „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, ხელი ყველამ მოაწერა“,-განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები უნდა დასრულდეს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.

„ამიტომ, ივანიშვილმა საბოლოო არჩევანი უნდა გააკეთოს. ჯერ კიდევ დრო აქვს, ან საკუთარ საზოგადოებას მიაყენოს შეურაცხყოფა და საქართველოს ყველა სტრატეგიულ პარტნიორს, სიგნალი გაუგზავნოს, როგორ სახიფათო გზაზე აყენებს ქვეყანას. ამით ქვეყანას დააზიანებს, ოღონდ თვითონ ვერ გადარჩება, ან ეს შეთანხმება შეასრულოს. ამჯერად გონი უნდა ეყოს, რომ ქვეყანა უფრო მეტად აღარ დააზიანოს და საკუთარი თავის პოლიტიკური ბედი დიდი ხიფათის ქვეშ არ ჩააგდოს, მერე შეეგუოს არჩევნებში მარცხს“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა