ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს სთავაზობს

2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგმა არაერთ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა, მათ შორის იყო ქართული ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც მარტის თვეში კინოთეატრ „ოდისე“-ში გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ სთავაზობს.

„15 მაისის ჩათვლით მოცემულ ვებ გვერდზე შემდეგი ქართული ფილმების ნახვა იქნება შესაძლებელი: 1. ლანა ღოღობერიძის “ოქროს ძაფი” 2. ზაზა ხალვაშის “ნამე” 3. ნუცა ალექსი-მესხიშვილის “კრედიტის ლიმიტი” 4. ნინო ჟვანიას “აღლუმი” 5. ლევან თუთბერიძის “მოირა” 6. ლევან კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნები” 7. დიმიტრი ცინცაძის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” 8. სალომე ჯაშის “დაისის მიზიდულობა” 9. რატი ონელის “მზის ქალაქი”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო