თურქეთი ჯანსაღი ტურიზმის სერტიფიკატის მფლობელი სასტუმროების ონლაინ სიას 1 ივნისს გამოაქვეყნებს

თურქეთი ჯანსაღი ტურიზმის სასერთიფიკატო პროგრამას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელსაც საერთაშორისო სასერთიფიკატო ინსტიტუტები გასცემენ, იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიაში, აეროპორტში თუ სხვა სატრანსპორტო დაწესებულებებში, სასტუმროსა და კვების ობიექტში ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტებია დაცული.

„სასერთიფიკატო პროგრამა უზრუნველყოფს იმას, რომ თურქეთში ჩვენი სტუმრები უსაფრთხო და ჰიგიენურ პირობებში დაისვენებენ,“- განაცხადა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ.

მისივე განმარტებით, პროგრამა მოიცავს პრევენციულ და დამცავ ნაბიჯებს, მათ შორის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტირებისას, პორტებსა და ყველა ტურისტულ ობიექტში, ასევე თანამშრომლებისა და ტურისტების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების მიღებას.

სასტუმროების სერთიფიცირების პროცესი მიმდინარე თვეში დაიწყება და სერთიფიცირებული ობიექტების ონლაინ სია 1 ივნისისს გამოქვეყნდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა