ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით დასკვნითი დოკუმენტი მიიღო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ (Foreign Affairs Council- FAC) მიიღო დასკვნითი დოკუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით, რომელიც შეფასებას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობას, როგორც ევროკავშირის სტრატეგიულ პოლიტიკას აღმოსავლელ მეზობლებთან მიმართებაში და სახავს მათთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს.

როგორც „ინტერპრსნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დოკუმენტი ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი და ხაზს უსვამს მის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

უწყების ინფორმაციით, დოკუმენტში საუბარია აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მთავარ პრინციპებზე- დიფერენციაციასა და ინკლუზიურობაზე და აღნიშნულია, რომ გაგრძელდება თითოეულ ქვეყანაზე მორგებული ორმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობა, რომლის მასშტაბსა და ხარისხს ევროკავშირი და პარტნიორები განსაზღვრავენ საერთო პრიორიტეტების მიხედვით.

„აღნიშნული დასკვნითი დოკუმენტი მოიცავს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი წევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის საქართველოსა და სხვა ასოცირებული პარტნიორების ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის აღიარებას და ევროკავშირის მხირდან პარტნიორობის წევრი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას.

დასკვნებში ასევე აღნიშნულია ევროკავშირის როლი რეგიონის ქვეყნებში არსებული კონფლიქტების გადაჭრის პროცესში.

საქართველოსთან თანამშრომლობის კონტექსტში, მოცემულ დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული ის ფაქტი, რომ საბჭო მიესალმება პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების კუთხით. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ევროკავშირის მზაობა, რომ ხელი შეუწყოს ასოცირებული ქვეყნების შემდგომ დაახლოებას ევროკავშირის შიდა ბაზართან და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას.

დოკუმენტში საუბარია ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, კიბერუსაფრთხოების, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებისა და სამოქალაქო კრიზისის მართვის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.

ევროკავშირი მადლიერებას გამოხატავს პარტნიორების ქვეყნების CSDP მისიებში მონაწილეობისთვის და უსაფრთხოების ფორმატებში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მზადყოფნას გამოთქვამს.

გარდა ამისა, დოკუმენტში გამოყოფილია თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები: ადამიანური კაპიტალის განვითარება, მათ შორის დუალური განათლების ხელშეწყობით; სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერება; ევროკავშირის ციფრული ბაზრის სიკეთეების გავრცელება პარტნიორ ქვეყნებზე და ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა; გარემოსა და კლიმატის დაცვა, ენერგოეფექტურობა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება; ჯანდაცვის სისტემის მედეგობის გაძლიერება, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის შედეგების გათვალისწინებით.

საერთო დღის წესრიგში უცვლელი რჩება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე თანამშრომლობა, როგორიცაა დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ საბჭოს დასკვნითი დოკუმენტი საფუძვლად დაედება აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგი სამიტის დეკლარაციას,“- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ამ თემას გამოეხმაურა მინისტრი ტვიტით.

„საქართველო ერთგულად მისდევს აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ დასახულ მიზნებს",- წერს დავით ზალკალიანი ტვიტერზე.

„მივესალმებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასკვნას აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით, რომელიც ადასტურებს როგორც პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროკავშირისთვის, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციულ მიზნებს, მათ შორის ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაციის მიმართულებით," - წერს ზალკალიანი.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, "საქართველო ერთგულად მისდევს აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ დასახულ მიზნებს და იზიარებს მოწოდებას, რომ ეს პოლიტიკა გახდეს მეტად ამბიციური. ველით აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ სამიტს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა