მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 1 ახალი შემთხვევის წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 1 ახალი შემთხვევის წყარო უცნობია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურ საავადმყოფოში სულ 37 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამს მძიმე პნევმონია აქვს.

რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტს, ეზუგბაიას თქმით, ამ პაციენტის სტაბილიზირება მიღებულია, თუმცა პროგნოზირება კვლავ შეუძლებელია.

“პირველად, უკვე დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს. 1 ახალი შემთხვევაა, რომლის კონტაქტები მოძიებულია, 4 კონტაქტია სულ. ახალი ინფიცირებულის წყარო უცნობია, საკარანტინე სივრციდან არის, თუ არ ვცდები, მაგრამ წყაროს ვერ დაგიდასტურებთ, არ ვიცი. ჩვენთან 37 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, გუშინ გვყავდა 40, გაეწერა 3 გამოჯანმრთელებული. უკვე 90 გამოჯანმრთლებული ჰყავს ჩვენს ცენტრს. კრიტიკული პაციენტის სტაბილიზირება უკვე მიღებულია, სულ რამდენიმე დღის შეფასება გვჭირდება მისი კლინიკური მდგომარეობის და ასევე ლაბორატორიული მონაცემების და შეჯერების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, სტაბილიზირების შედეგად დაიწყება თუ არა გამოჯანმრთელება და პროგნოზირება როგორია. ამ ეტაპზე პროგნოზირება ძალიან რთულია, ჯერ შეუძლებელია, მაინც მონიტორინგს და დაკვირვებას საჭიროებს. გარდა ამ 1 კრიტიკული პაციენტისა, 3 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს, მათი მდგომარეობა სტაბილურია, დაავადება არ პროგრესირებს და იმედია, რამდენიმე დღეში ისინიც აღარ იქნებიან მძიმე პაციენტები”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა