მარინა ეზუგბაია მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად გააგრძელონ თვითშეზღუდვა

თუ ჩვენ ყველანი შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად თვითშეზღუდვებს არ მოვიხსნით, მაშინ ეს დაბრკოლება, რომელიც გადალახულია, შენარჩუნდება და გამოსავალი იქნება კარგი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ის მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად გააგრძელოს თვითშეზღუდვა.

„შეზღუდვების თანდათან მოხსნა არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალ ქცევას. მეტ-ნაკლებად ქართველებმა, მიუხედავად თავიანთი განსხვავებული ხასიათისა, მაინც ძალიან კარგად გადალახეს ეს პერიოდი და შეზღუდვებს დაემორჩილნენ, აქედან გამომდინარე, შედეგებიც ვნახეთ, რომ ძალიან კარგი გვაქვს.

მოსახლეობასაც მივმართავ - ამ ღონისძიებების მოხსნასთან ერთად უნდა გადაწყვიტოს თვითონ და აუცილებლად გააგრძელოს ის მაქსიმალური თვითშეზღუდვა. არ არის აუცილებელი, ვიღაცამ შეგზღუდოს, როცა შენ იცი, რომ ქვეყანას სჭირდება, როცა შენს გვერდზე მყოფს სჭირდება და ყველას სჭირდება, შენს თავს უნდა უთხრა, რომ მართალია, შეზღუდვები შემცირდა, მაგრამ დავიტოვებ ამ შეზღუდვებს მაქსიმალურად და ვეცდები, რომ არაფერი არ გავაფუჭო სამომავლოდ.

თუ ჩვენ ყველანი, თქვენ, მე და ყველა ასე მოვიქცევით და შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად თვითშეზღუდვებს არ მოვიხსნით, მაშინ ეს დაბრკოლება, რომელიც გადალახულია, შენარჩუნდება და გამოსავალი იქნება კარგი”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: თუ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად თვითშეზღუდვებს არ მოვიხსნით, დაბრკოლება, რომელიც გადალახულია, შენარჩუნდება - მარინა ეზუგბაია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო