229 დევნილი ვეტერანის ოჯახს დახმარება გადაეცემა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე დევნილ ვეტერანებს ესტუმრნენ და დახმარება გადასცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით, დახმარებას 229 დევნილი ვეტერანის ოჯახი მიიღებს, რომელთა სოციალური ქულა 30 000-ს არ აღემატება.

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, ვეტერან დევნილთა განსახლების ახალი პროექტიც გააცნო. პროექტის ფარგლებში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 180 ვეტერანი დევნილის ოჯახი მიიღებს, მათ შორის 60 ბინა - თბილისში, 60 - ზუგდიდში, ხოლო 60- ქუთაისში მდებარეობს. ვეტერანი დევნილებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს