დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელთან სპეციალურ პოსტებზე დღეიდან მხოლოდ შსს-ს წარმომადგენლები დარჩებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში იმსჯელეს ეკონომიკის გახსნის ეტაპების დაჩქარებაზე და შეზღუდვების გაუქმების კუთხით გადასადგმელ მომდევნო ნაბიჯებზე.

უწყებათაშორისმა საბჭომ, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. კერძოდ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა. თუმცა სოფლის შესასვლელთან ე.წ სპეციალური გამშვები პუნქტი ისევ დარჩება, სადაც მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი გაგრძელდება.

ამასთან, საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელთან არსებულ სპეციალურ პოსტებზე დღეიდან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დარჩებიან. საბჭომ პოსტებიდან ამ ეტაპზე თავდაცვის ძალების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს ეკონომიკის გახსნისა და ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სპეციალური რეისების შედეგად, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება, სამშობლოში უკვე დაბრუნდა 10 698 მოქალაქე, ხოლო 19 965 მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება. უახლოეს დღეებში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 15 მაისი - ამსტერდამი-თბილისი; 18 მაისი - ლარნაკა-თბილისი; 20 მაისი - ათენი-თბილისი; 22 მაისი - რომი-თბილისი.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 639 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 349 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 11 ადამიანი.

ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4600 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 413 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

იხილეთ ვიდეო: დღეიდან დიდ ქალაქებთან განთავსებული ბლოკ-პოსტებზე თავდაცვის ძალები მოიხსნება და მხოლოდ პოლიცია დარჩება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა