გუდაურში მოკლულის ოჯახის ადვოკატი - კონფლიქტის დასრულების შემდეგ ერთადერთი მოძალადე მერაბ კობიაშვილი იყო - მან შურისძიების მოტივით 5 გასროლა განახორციელა

მერაბ კობიაშვილი აუცილებელ მოგერიებაში არ იმყოფებოდა, რადგან კონფლიქტი დამთავრებული იყო, როცა მიზანმიმართულად, შურისძიების მოტივით 5 გასროლა განახორციელა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გუდაურში მოკლული თაზო გორთამაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა. როგორც ტყეშელაძე განმარტავს, ამ საქმეში მნიშვნელოვანია კითხვა-თუკი, ბრალდებული კობიაშვილი ჩხუბში მონაწილე პირებისგან საფრთხეს გრძნობდა, რატომ არ შეატყობინა სამართალდამცავებს, როცა იარაღის ასაღებად წავიდა.

"მერაბ კობიაშვილს თაზო გორთამაშვილი კონფლიქტიდან რამდენჯერმე განარიდეს, მაგრამ კობიაშვილი ისევ ბრუნდება და ცდილობს კონფლუქტი ისევ თავიდან გამოიწვიოს. როცა კონფლიქტი სრულდება, კობიაშვილი სასტუმროს მისამართით გადაადგილდება, მას არავინ მისდევს და არავინ ანხორციელებს მასზე ძალადობას. ის იარაღს იღებს, სასტუმროში ხალხს ესალმება და თუკი, ის საშიშროებას გრძნობდა, რატომ არ დარეკა საპატრულო პოლიციაში, ეს არის კითხვა, რომელიც განზრახვას განსაზღვრას. მას შეეძლო სასტუმროს გავლით უკან დაბრუნება, მაგრამ ის გრძელი გზით წავიდა, რომ აღნიშნულ პიროვნებებს შეხვედროდა და შურისძიების მოტივით გასროლა განეხორციელებინა. როცა კობიაშვილმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, განიზრახა, რომ იარაღი აეღო, დამთავრებულ კონფლიქტზე იღებს იარაღს, მას შურისძიება გააჩნია. ის სახლის მიმართულებით წასვლის ნაცვლად, სხვა მიმართულებით მიდის. კონფლიქტის დასრულების შემდეგ ერთადერთი მოძალადე მერაბ კობიაშვილი იყო, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა. იქით მხარეს არის გარდაცვლილი თაზო გორთამაშვილი და დაზარალებული დავით სეთურიძე, რომელიც კონფლიქტში საერთოდ არ მონაწილეობდა", - აცხადებს ტყეშელაძე.

ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო