მეუფე მიქაელი - მხარს ვუჭერ ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი

მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი, - ასე უპასუხა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტების კითხვას, მხარს დაუჭერს თუ არა ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. როგორც მეუფე მიქაელმა აღნიშნა, მრევლმა კორონავირუსის წინააღმდეგ ზიარება და ნაკურთხი წყალი უნდა გამოიყენოს.

„როგორი სიყვარული გაქვთ ჩვენი, როგორი ბედნიერი ვარ, რომ ასე ზრუნავთ ჩვენზე და გაინტერესებთ ჩვენი ვაქცინაცია და ჯანმრთელობა, მოკლედ გახარებული ვარ. რა არის ეს ვაქცინა, ერთი რა ხდება? მე ვუჭერ მხარს ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი. ასეთი ვაქცინა უნდა მოვიფიქროთ. კორონას ვაქცინაციაზე არის მაცხოვრის ხორცი და სისხლი საკურნებელად სულისა და ხორცისა, ასევე ნაკურთხი წყალი. მე ვაქცინები გავიკეთე რომ დავიბადე მაშინ, მაგრამ არ მახსოვს პატარა ვიყავი. იმის შემდეგ ვაქცინა არ გამიკეთებია, მაგრამ მე მგონი, არ გამოვიყურები ცუდად, კარგად გამოვიყურები“, - განუცხადა მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს.

იხილეთ ვიდეო: მხარს ვუჭერ ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი - მეუფე მიქაელი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა