მეუფე მიქაელი მეუფე პეტრეზე - თუ დაინახავენ პატრიარქი და მღვდელმთავრები, რომ სინანულშია მეუფე, სტკივა, აწუხებს და გრძნობს შეცდომას, რატომ უნდა განიკვეთოს?!

მეუფე პეტრე არ განიკვეთება. მეუფე პეტრემ ლოცვა-კურთხევაც მიიღო სინანულისა, რომ ის განწესებულ იქნეს მონასტერში და ჰქონდეს მას სინანული - ასე უპასუხა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელ გაბრიჭიძემ ჟურნალისტების კითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთას, თუკი ეს საკითხი წმინდა სინოდზე დადგება. მეუფე მიქაელის განცხადებით, თუ ეკლესია დაინახავს, რომ მეუფე პეტრე სინანულშია, მისი განკვეთის საკითხი დღისწესრიგში არ დადგება.

„თუ დაინახავს ეკლესია, პატრიარქი და მღვდელმთავრები, რომ სინანულშია მეუფე, სტკივა, აწუხებს და გრძნობს შეცდომას, რატომ უნდა განიკვეთოს?! თუ მაგალითად, პირიქით გაგრძელდება, მხოლოდ და მხოლოდ განკითხვა და არ იქნება სინანული მერე, ალბათ, რასაკვირველია, დადგება ნელნე-ნელა ეგ საკითხიც", - განაცხადა მეუფე მიქაელმა.

შეგახსენებთ, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან წმინდა სინოდმა გადააყენა. აღნიშნულის მიზეზი მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა. მის ნაცვლად კი ჭყონდიდის ეპარქიაში გრიგოლ კაცია დაინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო