ირაკლი შოთაძემ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე - „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება: აღდგენითი მართლმსაჯულების გამოცდილება ევროპაში“ მოხსენება წარადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მონაწილეებმა მოხსენებები დისტანციურად წარადგინეს.

ირაკლი შოთაძემ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მიღწევების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გენერალურმა პროკურორმა ისაუბრა, როგორ დაინერგა აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიებები ქართულ სამართლებრივ სივრცეში, რა ფორმით მოხდა მისი ინტეგრირება ტრადიციულ სამართლებრივ სისტემასთან და რა შედეგები გამოიღო. მისი თქმით, აღდგენითი მართლმსაჯულების დამკვიდრება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში დაიწო.

„საქართველოს პროკურატურისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. პროკურატურა აქტიურად იყო ჩართული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე მუშაობაში და დღემდე მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებას, რათა არასრულწლოვნის მიმართ მართლმსაჯულების პროცესის წარმართვა საერთაშორისო სტანდარტებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის მხედველობაში მიღებით, უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესების გათვალისწინებით მიმდინარეობდეს. როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიების სახით განრიდება-მედიაციის პროგრამის დანერგვა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს საშუალება აქვს, გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებისათვის საკუთარი პასუხისმგებლობა, გამოასწოროს დანაშაულის შედეგები, აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს,“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გენერალური პროკურორის თქმით, განრიდება მედიაციის პროგრამა სრულყოფილი ფორმით 2016 წლიდან ამოქმედდა. 2016 წლიდან, განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არასრულწლოვანთან (14-დან 18 წლამდე ასაკის პირებთან) ერთად, 18-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებსაც აძლევს.

„ამ პროგრამაში არასრულწლოვნის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა კანონმდებლობამ გამოძიების ეტაპზე პროკურორს მიანიჭა. პროკურორი თითოეული არასრულწლოვნის საქმეს ინდივიდუალურად განიხილავს, აფასებს და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სისხლის სამართლის საქმეზე, სოციალური მუშაკისა და მედიატორის მონაწილეობით, მულტისექტორული გუნდი იწყებს მუშაობას. სოციალური მუშაკი ახდენს ბავშვის ინდივიდუალურ შეფასებას, რომლის საფუძველზეც გამოკვეთილი დამცავი და რისკ-ფაქტორები პროკურორს პროცესის შემდგომი სწორად წარმართვის შესაძლებლობას აძლევს. მედიატორი კი მუშაობს, რათა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის წარმატებული მედიაცია შედგეს,“ -განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

2010-2019 წლების მონაცემებით, განრიდება-მედიაციის პროგრამამ 4428 ახალგაზრდას მისცა შესაძლებლობა ესარგებლა სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამით და გამოეყენებინა ერთი შანსი - დაეწყო ცხოვრება სუფთა ფურცლიდან. 4428 პირიდან 2910 არასრულწლოვანი, ხოლო 1518 18-დან 21 წლამდე ასაკის პირია.

„სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ განრიდების მაჩვენებელი ბოლო პერიოდში სტაბილურად მზარდია. შოთაძის თქმით, არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამა, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების სახე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესზე ზრუნვასთან ერთად, მიზნად ისახავს, დაზარალებულის ინტერესების მაქსიმალურ გათვალისწინებას. საქართველოს პროკურატურისთვის დაზარალებულთა ჩართულობის გაზრდა მედიაციის პროცესში განსაკუთრებით აქტუალური საკითხია. როგორც ირაკლი შოთაძემ განაცხადა, განრიდებულებისთვის შეთავაზებული სერვისები პირობითად რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დაიყოს: საგანმანათლებლო, სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, საზოგადოებრივად სასარგებლო აქტივობები. განრიდება-მედიაციის პროგრამა ნამდვილად არ არის კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება. ეს არის პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმა, რომელიც აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიებების გამოყენებით ცდილობს, უზრუნველყოს განრიდებულ პირში სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

შოთაძის თქმით, დღეს ნამდვილად შესაძლებელია იმის თქმა, რომ განრიდება-მედიაციის პროგრამა წარმატებულია.

„პროგრამის წარმატებაზე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი განმეორებითი დანაშაულის დაბალი მაჩვენებელი. განრიდებულ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ ყოველწლიურად განრიდების ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში განმეორებითი დანაშაული მხოლოდ 3%-ია. საქართველოს პროკურატურამ ასევე განახორციელა 2010-2018 წლებში სულ განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი განმეორებითი დანაშაულის კვლევა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ განმეორებითი დანაშულის მაჩვენებელი მხოლოდ 9%-ია. შედეგებით ნამდვილად ვამაყობთ, თუმცა ეს არის გზის დასაწყისი, როდესაც ვხვდებით, რომ სწორი მიმართულება ავირჩიეთ და ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გამოწვევაა. მათი წარმატებით დაძლევა დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ. იმისთვის, რომ პროცესი არ გახდეს ფორმალური, ვფიქრობთ მოვიძიოთ და შევქმნათ სერვისების ბაზა, რაც გაამარტივებს აღდგენითი ღონისძიების სახით განრიდების გამოყენებისას არასრულწლოვანზე მორგებული ვალდებულებით ხელშეკრულებების დატვირთვას. მეტი გვაქვს სამუშაო მოქალაქეთა ცნობიერებაზე, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ დაზარალებულთა პროცესში ჩართულობა. ვმუშაობთ და ვაფართოებთ ბავშვზე მორგებული გარემოს კონცეფციას,“ - აღნიშნა შოთაძემ.

ირაკლი შოთაძემ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ პროცესის სწორად წარმართვის უზრუნველყოფის მიზნით, პროკურატურამ დანერგა მონიტორინგის სისტემა, რომლის ფარგლებშიც, მუდმივ რეჟიმში კონტროლდება განრიდების სისხლის სამართლის საქმეები; ყურადღება ექცევა პროკურორთა მიერ გადაწყვეტილების მიღების დროულობას და დასაბუთებულობას; კონკრეტული ხარვეზის აღმოჩენისას ხდება მყისიერი რეაგირება; სისტემური პრობლემის დაძლევის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ეფექტურობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უწყებათა შორის სწორი კოორდინაციის აწყობა და ინფორმაციის მუდმივი მიმოცვლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო