ირაკლი ბენდელიანი - ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები ივლისამდე დასრულდება

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები ივლისამდე დასრულდება. ბენდელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ჭავჭავაძის გამზირზე არსებული სამუშაოები პროცედურულად განმარტა და აღნიშნა, რომ როგორც ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე, ასევე უნივერსიტეტიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთებზე მუშაობა დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება. ამასთან, მერის მოადგილემ განმარტა, თუ რატომ მოხდა გამზირზე არსებული ჭების მოასფალტება.

„ჩვენ დაკეტილი გვაქვს ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკის მიმართულებით მონაკვეთი, რომელიც დაახლოებით, ერთ კვირაში ასფალტის ქვედა ფენის საფარში მოწყობილი იქნება და მოძრაობა გაიხსნება. მოსახლეობას მინდა კიდევ ერთხელ განვუმარტო, რომ მილების ჩადება არ არ დაგვვიწყებია. ვიწრო პოლიტიკური ინტერესის მქონე ხალხი ამ საკითხს უფრო მეტი სერიოზულობით თუ მიუდგება, უკეთესი იქნება და თავი დაანებონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. იცით, რომ გამზირზე მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. როდესაც ახალი ქსელი ეწყობა, ამას სჭირდება ახალი ჭის სახურავები, რომელზეც ქვედა ფენის საფალტის საფარის დაგება ხდებოდა. ამას რომ არ შეექმნა დისკომფორტი მანქანით გადაადგილებისთვის და გაზაზე არ ყოფილიყო წამოწეული, ამიტომ მოხდა ასფალტის ქვედა ფენაში გადაგება, მაგრამ ყველა ჭის ნიშნული იყო აღებული. ახლა მიმდინარეობს გამზირზე ასფალტის ბოლო ფენის დაგება, რა დროსაც უნდა მოხდეს ამ ჭების წამოწევა. ეს რომ თავიდანვე გაგვეკეთებინა, ჭავჭავაძის გამზირზე 300-მდე ხელოვნურად წარმოქმნილი ბარიერი შეიქმნებოდა ჭის სახურავების სახით“, - განაცხადა ბენდლიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა