უხანის დაახლოებით 11 მილიონ მოსახლეს კორონავირუსზე ტესტს ჩაუტარებენ

ჩინეთის ქალაქ უხანში ყველა მცხოვრებს კორონავირუსზე ტესტს ჩაუტარებენ. CNN-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 76 - დღიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ, ქალაქში ახალი კლასტერი გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ კვირას ქალაქში კორონავირუსის 6 შემთხვევა დაფიქსირდა და არც ერთი მათგანი იმპორტირებული არ იყო. მედიის ინფორმაციით, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ყველასთვის ტესტირების ჩატარებით, ქალაქში კორონავირუსის საბოლოოდ დამარცხება შესაძლებელი გახდება.

ცნობისთვის, ქალაქ უხანში დაახლოებით 11 მილიონი მოსახლე ცხოვრობს.

ცნობისთვის, უხანის ის ქალაქია, სადაც გასული წლის დეკემბერში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა, მოგვიანებით კი მთელი ჩინეთის ტერიტორიასა და მსოფლიოში გავრცელდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს