ირაკლი შოთაძე - დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ განრიდება-მედიაციის პროგრამა წარმატებულია

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძე ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე - „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება: აღდგენითი მართლმსაჯულების გამოცდილება ევროპაში“ მოხსენება წარადგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, მონაწილეებმა მოხსენებები დისტანციურად წარადგინეს.

ღონისძიებაზე ირაკლი შოთაძემ აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მიღწევების და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა განრიდება-მედიაციის პროგრამაზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროგრამა წარმატებულია.

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, დღეს ნამდვილად შესაძლებელია იმის თქმა, რომ განრიდება-მედიაციის პროგრამა წარმატებულია. ამაზე ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი განმეორებითი დანაშაულის დაბალი მაჩვენებელი. მისი თქმით, განრიდებულ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ ყოველწლიურად განრიდების ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში განმეორებითი დანაშაული მხოლოდ 3%-ია. საქართველოს პროკურატურამ ასევე განახორციელა 2010-2018 წლებში სულ განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი განმეორებითი დანაშაულის კვლევა. კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელი მხოლოდ 9%-ია.

„შედეგებით ნამდვილად ვამაყობთ, თუმცა ეს არის გზის დასაწყისი, როდესაც ვხვდებით, რომ სწორი მიმართულება ავირჩიეთ და ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გამოწვევაა. მათი წარმატებით დაძლევა დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ“ , - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო