ლევან დავითაშვილი - ფერმერებისთვის აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაზე საბიუჯეტო თანხები არ დაიხარჯება - მიმდინარე კვირაში კომპანიასთან შეთანხმებას მოეწერება ხელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განმარტებით, ფერმერებისთვის აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამაზე საბიუჯეტო თანხები არ დაიხარჯება. მინისტრი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში კომპანიასთან შეთანხმებას მოეწერება ხელი და აღნიშნული პროგრამა, რომლის საშუალებითაც გლეხებს დიზელის შეღავათიან ფასად შეძენა შეეძლებათ, მომავალ წლებშიც გაგრძელდება.

„ამ შემთვევაში ჩვენ საბიუჯეტო ხარჯების გაწევა არ გვიწევს. ამ კვირის განმავლობაში კომპანიასთან იქნება პირობებზე სპეციალური შეთანხმება. ესაა სპეციალური შეღავათი ფერმერებისთვის, პროგრამა რომელიც მათთვის არა მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი, არამედ მომავალშიც იარსებებს და ჩვენს ფერმერებს კონკურენტუნარიანობაში დაეხმარება“,-განაცხადა მინისტრმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ.

ცნობისთვის, დღეს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია აგროდიზელით ხელშეწყობა. პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ 0.25 ჰა-დან და 100 ჰა ჩათვლით, რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელი პირები. პროგრამის მიხედვით, ბენეფიციარებს დაურიგდებათ ავტოგასამართი კომპანიის ტალონები, რითიც შეძლებენ დიზელის შესყიდვას, შეღავათიან ფასად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა