დავით უსუფაშვილი - ივანიშვილმა, თალაკვაძემ და კობახიძემ იმას მიაღწიეს, რომ ჩვენი მეგობრებიც წონასწორობიდან გამოიყვანეს და უკვე სახელების დარქმევა დაიწყეს, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის შეფასებით, ხელისუფლების სიცრუე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებები იმდენად გადავიდა ზღვარს, რომ შეერთებული შტატების ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი საქართველოში პოლიტიკურ პატიმრებზე უკვე პირდაპირ საუბრობს.

ამ განცხადებით დავით უსუფაშვილი სენატორ ჯიმ რიშისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ოპოზიციისა და ხელისუფლების 8 მარტის შეთანხმებას შეეხება.

"ეს თემა არც დღემდე იყო უცხო ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩვენი მეგობრებისთვის, მაგრამ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას, მეგობრობას უფრთხილდებოდნენ და ყველაფერს თავის სახელს არ არქმევდნენ. ივანიშვილმა, თალაკვაძემ და კობახიძემ იმას მიაღწიეს, რომ ჩვენი მეგობრებიც წონასწორობიდან გამოიყვანეს და უკვე სახელების დარქმევა დაიწყეს, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების. ეს საერთაშორისო და შიდა პოლიტიკაში, ადამიანურ ურთიერთობებშიც, ბიზნესშიც და ყველა სფეროში უპატიებელი ქმედებაა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა, რომლის კომენტარსაც "ლელო საქართველოსთვის" ავრცელებს.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიში საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება.

„ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშეკრულებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის პროგრესს“, - ნათქვამია სენატორის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნდა.

ამასთან, ჯიმ რიში აზიარებს აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელიც საქართველოში პოლიტიკური დიალოგის სხვა ფასილიტატორებთან ერთად საელჩომ გუშინ გაავრცელა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა