კახა კალაძე - არ დაუჯეროთ იმ ადამიანებს, ვისაც არ უხარია ქალაქის განვითარება

ეს არის პროექტი, რომელმაც ათეულ წლებს უნდა გაუძლოს; ნამდვილად მეამაყება და მიხარია, რომ ჩვენ მოვახერხეთ და შევძელით მისი განხორციელება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ვიდეოლაივისას განაცხადა.

კალაძემ მოსახლეობას მიმართა, რომ არ დაუჯერონ იმ ადამიანებს, ვისაც არ უხარია ქალაქის განვითარება, წინსვლა და ქვეყნის წარმატება.

„გამზირის რეაბილიტაცია ძალიან მალე, მთლიანად იქნება დამთავრებული. შეიძლება ითქვას, ეს ისტორიული პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები გამზირზე რაც კი გაკეთდა, მას შემდეგ არ შეცვლილა. იყო კონკრეტულ ლოკაციებზე შეკეთების სამუშაოები, მაგრამ ამ მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა. ეს არის პროექტი, რომელმაც ათეულ წლებს უნდა გაუძლოს. ნამდვილად მეამაყება და მიხარია, რომ ჩვენ მოვახერხეთ და შევძელით მისი განხორციელება. მოსახლეობას მინდა მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის მადლობა გადავუხადო, რადგან მარტივი არ არის ხმაურში, მტვერში ცხოვრება, მაგრამ ადამიანები კარგად ხედავენ, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობდა ამ ხნის განმავლობაში. ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება, ყველგან ერთნაირი მიდგომა გვაქვს, არა აქვს მნიშვნელობა ეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე იქნება თუ გარეუბანში, ვცდილობთ ძირეულად იყოს წარმოებული სამუშაოები, რაც შესაცვლელია, ყველაფრის განახლებით, რომ გაკეთების შემდეგ 2-3 კვირაში არ მოგვიწიოს კონკრეტულ ლოკაციაზე მიბრუნება.

არ დაუჯეროთ იმ ადამიანებს, ვისაც არ უხარია ქალაქის განვითარება, ქალაქის წინსვლა. არ დაუჯეროთ იმ ადამიანებს, ვისაც არ უხარია ქვეყნის წარმატება. მიუხედავად მათი სიცრუისა, არ მივცემთ შესაძლებლობას ადამიანებს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ჩვენ ვართ ძალიან აქტიურები და ასე ვაპირებთ გაგრძელებას მომავალში, რომ პირველ რიგში თქვენ იცოდეთ ქალაქში რა პროექტები ხორციელდება, რომელ პროექტს რა პრობლემა აქვს და ა.შ.“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა