ხვალიდან ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები განახლდება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ხვალიდან „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები განახლდება. კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლებამ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შეასრულოს და თუ ასე არ მოხდება, მაშინ შესაბამისი რეაგირება გახდება საჭირო.

„ხვალ, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები განახლდება. ჩვენ ბევრ საკითხზე გვაქვს სამსჯელო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება, რომელიც ჩვენსა და ოპოზიციას შორის შედგა, შესრულდეს. ხელისუფლებამ ამ შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შეასრულოს. ასეთ შემთხვევაში, ეს ქვეყნისთვის კარგი იქნება. თუ არ შეასრულებს, ბუნებრივია, ამაზე რეაგირება იქნება საჭირო. უკვე ვნახეთ როგორი გზავნილებია ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნითაც. ხვალ სწორედ ამ სტრატეგიაზე ვიმსჯელებთ და ხვალიდან ოპოზიციურ პარტიებს შორის უკვე პერიოდული კონსულტაციები გაგრძელდება“,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა