ირაკლი სესიაშვილი - მოვუწოდებთ ოპოზიციას, თავი დაანებოს ჩვენი მოსახლეობის მოტყუებას და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

ჩვენ თუ რაიმე განცხადებებს ვისმენთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ქვეყნების ლიდერების მხრიდან ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყურადსაღებია, თუმცა, არსებობს მათი ობიექტური თუ სუბიექტური შეხედულებები, არსებობს პოლიტიკური მიუკერძოებლობა, შეიძლება არსებობდეს კიდევ სხვა საფუძველი , - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რითაც საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„იმ პირების უკან, ვისაც ჩვენი ოპონენტები ასახელებენ, დგას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები და თუ ვინმეს და მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არის ინტერესი ამ საქმეებთან მიმართებაში, ჩვენი სახელმწიფო მზად არის დეტალურად გააცნოს ინფორმაცია ამის შესახებ, მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ეს არის მცდელობა, რომ როგორც მართავდნენ ქვეყანას, იყენებდნენ მართლმსაჯულებას და სახელმწიფო უწყებების ძალაუფლებას პოლიტიკური მიზნებისთვის, სწორედ იგივეს გვთხოვენ ჩვენ.

თუ ჩვენ რაიმე განცხადებებს ვისმენთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ქვეყნების ლიდერების მხრიდან ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყურადსაღებია, თუმცა, არსებობს მათი ობიექტური თუ სუბიექტური შეხედულებები, არსებობს პოლიტიკური მიკერძოებულობა, შეიძლება არსებობდეს კიდევ სხვა საფუძველი, მაგრამ მთავარია, რომ კანონის უზენაესობის პრინციპები დავიცვათ, უნდა ვიყოთ იმ ფასეულობების ერთგული რაც გულისხმობს რომ მართლმსაჯულებაში არანაირი პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს, რაზეც შევთანხმდით,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი მოეწერა, ძალიან მკაფიოდ არის ყველაფერი გაწერილი, ოპოზიცია კი ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს მოსახლეობა.

„მოვუწოდებთ ოპოზიციას თავი დაანებოს ჩვენი მოსახლეობის მოტყუებას და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რადგან ვსაუბრობთ შეთანხმებაზე რომელიც წერილობითია და ხელი მოაწერა ყველა მხარემ, სადაც ძალიან გარკვევით წერია შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით 120/30-ზე და ასევე, მკაფიოდ წერია, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების პოლიტიზირება და ის რა პროცესსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, არის სწორედ მცდელობა იმის, რომ მოახდინონ მართლმსაჯულების პოლიტიზირება, ამასთან ეს არის შეურაცხყოფა სახელმწიფო ინსტიტუტების, მართლმსაჯულების და მთლიანად სახელმწიფოს მთავარი პრინციპების. მათ არავითარი საფუძველი არ აქვთ, რომ დაარღვიონ შეთანხმება, თუ არა შიში არჩევნებთან მიმართებაში და მათი სურვილი, რომ მოატყუონ საზოგადოება და საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“, - აღნიშნა სესიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო