თენგიზ ცერცვაძე - უდავო წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია, მხოლოდ პირველი ეტაპია და პანდემიაზე საბოლოო გამარჯვებად ვერ განვიხილავთ - მუდმივად ფრთხილად უნდა ვიყოთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, იმისთვის, რომ საქართველომ კორონავირუსთან დაკავშირებით ამჟამინდელი პოზიტიური ტალღა შეინარჩუნოს, მოსახლეობამ მინიმუმ სამი აუცილებელი წესი მაინც უნდა დაიცვას, ესაა ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცირება და დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება.

როგორც ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა, ის უდავო წარმატება, რომელსაც საქართველომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია, მხოლოდ პირველი ეტაპია და პანდემიაზე საბოლოო გამარჯვებად ჯერ ვერ განიხილება.

„იმისთვის, რომ ეს პოზიტიური ტალღა შევინარჩუნოთ ერთადერთი ეფექტიანი გზა არსებობს. როდესაც ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა მოიხსნება, ეს ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ. ეს არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ უგულებელყოფილი იყოს უსაფრთხოების ყველა ის ზომა, რასაც აქამდე საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ვიყენებდით. საჭიროა იმ ჩვევების შესრულება, რომელიც მოქალაქეებმა გამოიმუშავეს არა როგორც სავალდებულო, ან ჯარიმის შიშით, არამედ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით. მინიმუმ სამი წესი მაინც უნდა შევინარჩუნოთ, ეს არის ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცირება და დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები ამით არ შემოიფარგლება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხმრავალი შეკრებებისგან თავშეკავება. ის უდავო წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია, მხოლოდ პირველი ეტაპია და მას, როგორც პანდემიაზე საბოლოო გამარჯვებას ვერ განვიხილავთ. მხოლოდ მაშინ ჩავთვლით, რომ საქართველო პანდემიას გაუმკლავდა, როდესაც ეს შეზღუდვები სრული მასშტაბით მოიხსნება და საზოგადოება ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება. თუ მაშინაც შევინარჩუნეთ ეპიდემიის სცენარის ეს დონე და ახალი შემთხვევების ეს რაოდენობა, მხედველობაში მაქვს ერთნიშნა ან ორნიშნა ციფრი, მაგრამ არაუმეტეს 20-ისა, მაშინ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანა პანდემიას გაუმკლავდა, მაგრამ, მუდმივად ფრთხილად უნდა ვიყოთ“,-განაცხადა ცერცვაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა