მარიამ ქვრივიშვილმა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გამართული ვებინარის მონაწილეებს ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა და  ტურიზმის გახსნის ეტაპები გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ონლაინ ვებინარი - "როგორ დავუბრუნდეთ ბიზნესს ტურიზმის სფეროში “ გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სესიას პირდაპირ ეთერში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი „სთორი თელინგის“ აპლიკაციის „სტელერის“ წარმომადგენლები პიტერ ბრაიანტი და რიჩარდ ბენგსი უძღვებოდნენ.

დისკუსიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა და USAID-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა.

„მინდა სიამაყით გითხრათ, რომ საქართველო პირველია, რომელიც ტურისტებისთვის ქვეყანას ხსნის. 15 ივნისს იწყება შიდატურიზმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დიდ წვლილს შეიტანს ბიზნესის ამოქმედებაში, განსაკუთრებით კი, მათთვის არის მნიშვნელოვანი, ვინც რეგიონებში საქმიანობს. ვიმედოვნებთ, რომ შიდა ტურიზმის გახსნა დამატებით შემოსავალს მოუტანს სასტუმროებს, გესთჰაუზებს, ჰოსტელებს, სატრანსპორტო კომპანიებს, გიდებს, კვების ობიექტებს და ა.შ. 1-ლი ივლისი კი, ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება-ჩვენ სხვადასხვა ქვეყნიდან საერთაშორისო მოგზაურებს ვუმასპინძლებთ. მიმდინარე თვე მოსამზადებელ სამუშაოებს დაეთმობა” , - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვებინარის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა გააცნო.

„მინდა სიამაყით გითხრათ, რომ საქართველო ერთ-ერთია სხვადასხვა ქვეყნებს შორის, რომელიც პირველი დაეხმარა ტურიზმის ინდუსტრიას. დახმარების პირველი პაკეტი მარტში, მეორე კი, აპრილში მომზადდა. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ტურიზმის სექტორი დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს, რომ ბიზნესმა შეინარჩუნოს სახსრები, რაც ტურიზმის ინდუსტრიას სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში დაეხმარება“, - განაცხადა მან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ვებინარზე მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის სექტორთან მიმდინარე დიალოგის და უსაფრთხოების იმ წესების შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ტურისტების მიღება მოხდება.

„ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გავწერეთ გეგმა, თუ როგორ უნდა გაიხსნას ტურიზმის ინდუსტრია, რა იქნება სავალდებულო კერძო სექტორისთვის ბიზნესის ოპერირებისას. ეს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით კეთდება. ჩვენი მისია ძალიან მკაფიოა. ჩვენ კერძო სექტორთან ერთად ვმუშაობთ გაიდლაინების ფორმირებაზე. ტურიზმის სექტორის ყველა სეგმენტთან ვმართავთ დიალოგს, რომ უზრუნველვყოთ კერძო სექტორის მოთხოვნების გათვალისწინება. ჩვენი მიზანია, მივიღოთ უსაფრთხოების ზომები და ამავდროულად, კერძო სექტორისთვის არ იყოს დამატებითი შეფერხება, რომ მათ სრულყოფილად გააგრძელონ საქმიანობა. ჩვენ ვმუშაობთ ე.წ. მწვანე ზონების შექმნაზე. საუბარია, სხვადასხვა კურორტებზე და ჩვენ იმედი გვაქვს, კერძო სექტორი ძალიან პროდუქტიულად შეასრულებს ყველა სამუშაოს მათი მხრიდან“", - აღნიშნა მან.

დისკუსიის მონაწილეებს მარიამ ქვრივიშვილმა განუცხადა, რომ საერთაშორისო არეალზე საქართველოს ძალიან დიდი აღიარება აქვს ბოლო თვეებში COVID-19 წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში.

„ჩვენ ძალიან მოწადინებულები ვართ, რომ საქართველო წარმოჩნდეს, როგორც ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულება. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ჩვენ, ტურიზმის ინდუსტრიას ისეთი სიფრთხილე გვმართებს, როგორც არასდროს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ტურიზმის ინდუსტრია საფრთხის შემცველი გახდეს როგორც სექტორში ჩართული მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. სწორედ ამიტომ ვქმნით უსაფრთხო დერეფნებს. ეს არის სამუშაო პროცესი ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ გვაქვს კარგი უკუკავშირი სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის იმ ქვეყნებთან, რომლებიც ძალიან დიდ სიფრთხილეს იჩენენ თავიანთი მოქალაქეებისთვის სამოგზაურო რეკომენდაციის მიცემისას. ამ ქვეყნებთან გვაქვს ძალიან პოზიტიური შედეგები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 18 საერთაშორისო ავიაკომპანია ადასტურებს მზაობას დაბრუნდეს ქართულ ავიაბაზარზე.

ჩვენ აეროპორტების და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებით მკაცრი წესები გვაქვს მიღებული, თუმცა ამავდროულად, 1 საათზე მეტს არ დავაყოვნებთ მოგზაურებს. ყოველივე ეს ტურიზმის ინდუსტრიისთვის დიდ გამოწვევასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს გვეხმარება, წარმოვაჩინოთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული მიმართულება ვართ მთელს მსოფლიოში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა
შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში
ვაშლის და საზამთრო-ნესვის არომატი – "სნო" ზაფხულს წყლის ახალი არომატებით იწყებს (R)
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა
ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია
"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის