პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ კვიპროსის პრეზიდენტმა ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა

კვიპროსის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართა და მათ საქართველოს გვერდში დგომისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება კვიპროსის პრეზიდენტმა გასულ კვირას სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ მიიღო და ამის შესახებ ნიკოს ანასტასიადესმა დღეს წერილით თავად აცნობა საქართველოს პრეზიდენტს.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველაზე მყისიერი საჭიროებებისთვის ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება უკვე იქნა გამოყოფილი, ასევე, საქართველოში ვირუსის გავრცელებით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით, შესაძლებელი გახდა უკვე არსებული დახმარების ინსტრუმენტების სხვა დანიშნულებით მიმართვა, ევროკომისიის მიერ ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) კომიტეტისათვის წარსადგენად მომზადებულ შეთავაზებაზე დამატებით, ჩემი წერილის ადრესატებს ჩვენი უახლოესი მეზობლებისთვის, როგორიც არის საქართველო, მეტი შეთავაზებების გაკეთებისა და დადგენილი სექტორული შეზღუდვების შემსუბუქებისაკენ მოვუწოდე.

მე, ასევე ხაზი გავუსვი ამ მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის სამიტის მოწვევის, თუნდაც ვიდეოკონფერენციის ფორმატით, მნიშვნელობას" , - აღნიშნულია ნიკოს ანასტასიადისის წერილში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა